მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების თანამშრომლობით და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებით, 2016 წელს AMBER დაარსდა. წლების განმავლობაში, ჩვენ განვახორციელეთ მრავალი წარმატებული პროექტი და შევქმენით არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის: სწრაფი გადახდის სისტემა; ბიზნესის და პროექტების მართვის ონლაინ პლატფორმა; დაჯავშნის, გაქირავებისა და გაყიდვების ონლაინ სისტემა; სკოლის ელექტრონული ჟურნალი; ავტომობილების გადაზიდვების მართვის ონლაინ პლატფორმა; უამრავი დიზაინი და ვებდიზაინი და სხვა. ჩვენ გუნდს ასევე დიდი გამოცდილება აქვს ქსელისა და სერვერის ინფრასტრუქტურის დაგეგმვაში, აწყობასა და კონფიგურირებაში და ადმინისტრირებაში, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის უსაფრთხო და ეფექტურ ოპერირებას.
ჩვენი მისია არის მომხმარებლებს მივცეთ საშუალება ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ თანამედროვე e-commerce პლატფორმა. ჩამოვაყალიბოთ სანდო და პროფესიონალური ურთიერთობები ჩვენს კლიენტებთან და გავუწიოთ მათ საუკეთესო მომსახურება და მხარდაჭერა. ჩვენი მიზანია e-commerce სფეროში ვიყოთ მომხმარებლების პირველი არჩევანი.
ჩვენ განვახორციელეთ 40-ზე მეტი წარმატებული პროექტი
12 პროფესიონალისაგან შემდგარი გუნდი
თქვენს სამსახურში და მრავალწლიანი გამოცდილება